saqarTvelos kuTxeebi da teritoriuli mowyoba  
  
 
 
 
 


kaxeTis mxare

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. კახეთის ისტორიული ცენტრია ქალაქი თელავი.

კახეთი ადმინისტრაციულად 8 მუნიციპალიტეტად იყოფა:

axmetis municipaliteti gurjaanis municipaliteti dedofliswyaros municipaliteti Telavis municipaliteti
lagodexis municipaliteti sagarejos municipaliteti siRnaRis municipaliteti yvarelis municipaliteti

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA.

მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი  ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან - უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან - გრემი.

კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ.

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი... თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.

mosaxleoba

ამჟამად კახეთში 320 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9 %). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 28,2 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში - ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016 ' 2017 ' 2018 '
კახეთი 407 182 318 583 317 800 315 900 314 700
ახმეტის 41 641 31 461 31 000 30 500 30 200
გურჯაანის 72 618 54 337 53 900 53 500 53 100
დედოფლისწყაროს 30 811 21 221 21 300 21 200 21 100
თელავის 70 589 58 350 57 700 57 200 56 600
ლაგოდეხის 51 066 41 678 41 600 41 500 41 400
საგარეჯოს 59 212 51 761 52 100 52 100 52 300
სიღნაღის 43 587 29 948 30 000 29 800 29 700
ყვარლის 37 658 29 827 30 100 30 200 30 300

eTnikuri Semadgenloba

კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85 %) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქისტები, ოსები, რუსები და სომხები.

tradiciebi

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

დიპლიპიტო - დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

arqiteqtura

ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.

ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.

დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.

ekonomika

კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).

kultura

კახეთი საინტერესო მხარეა თავისი კულტურისა და წეს-ჩვეულებების მხრივ. აღსანიშნავია კახური ფოლკლორი. ცნობილია კახური მრავალჟამიერი, წინწყარო, ურმული, მაყრული, და სხვა. „ჩაკრულო“ კი სამყარომ გაიცნო. როგორც მოგეხსენებათ ქართული ფოლკლორის ეს მნიშვნელოვანი ნიმუში კოსმოსში გაიგზავნა. კახეთის მხარის მრავალფეროვნების ნაწილია თუშური ფოლკლორიც. კახეთში მრავალ სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ, როგორიცაა: ალავერდობა, ილიაობა, გრემქალაქობა, ერეკლეობა, ფიროსმანობა და სხვა. ალავერდობა უძველესი და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი ცალკეული ღირსშესანიშნავი დღეებისგან შედგებოდა, ჯვართამაღლების მომდევნო დღეს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. ეს დღესასწაული გარკვეულწილად წინარექრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებსაც უკავშირდება. ალავერდობას იმართებოდა ღონისძიებები, ბაზრობა, ალავერდის ტაძარს სტუმრობდა სხვადასხვა კუთხისა და რწმენის ადამიანები. დღესასწაულს თავისი სპეციფიური რიტუალური დასასრული ჰქონდა. ალავერდის ეზოში 200–300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის დალაის სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს. ასევე უნდა აღინიშნოს თუშური დღეობები, სადაც უგემრიელესი ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას და საინტერესო ტრადიციების გაცნობას შეძლებთ.

რაც შეეხება სამოსს, კახური ჩოხა გრძელია, მუხლებს ჩამოცილებული, მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი. თუშური, ფერადი ორნამენტებით მოქარგული ტანსაცმელი კი უდავოდ გამორჩეულად ლამაზია.

უგემრიელესია კახური სამზარეულო. აქ განსაკუთრებით პოპულარული ხორცის კერძებია. ტრადიციული კერძებია: წალამზე შემწვარი მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა. თუშეთში ხორცეულთან ერთად გავრცელებულია რძის პროდუქტები და მათთან დაკავშირებული კერძები. თუშური სამზარეულოდან განთქმულია : ხინკალი, მწვადი, ჩობან(მწყემსური ყაურმა), ხმიადი (რიტუალური სამკუთხა პური ), გორდილა, ქუმელი, კოტორი, ხავიწი, მოსმულა და სხვა. საყოველთაოდ ცნობილი თუშური გუდის ყველი, ყველის გამოყვანა ხდება ცხვრის ტყავის გუდაში. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა სახის ჩაი. შეუძლებელია ვისაუბროთ კახურ სამზარეულოზე და იქვე კახური ღვინო არ გაგვახსენდეს. კახეთი ღვინის მხარეა, მას გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ღვინის წარმოებაში. ამ მხარეში 200–მდე საღვინე ჯიშია აღწერილი. განსაკუთრებით პოპულარული ჯიშებია: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და საფერავი.

geografia da klimati

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. მას დასავლეთიდან ქართლი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (დაღესტანი), რომლისგანაც კავკასიონის ქედითაა გამოყოფილი, სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. კახეთის მხარე მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგა კახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). კახეთის კავკასიონი, რომელიც ციცაბო ფერდობებით ალაზნის ვაკეზე ეშვება, საოცრად ლამაზია. კავკასიონის ქედზე მდებარე აბანოს უღელტეხილით კახეთი თუშეთს უკავშირდება. რეგიონის ტერიტორიაზეა ვაშლოვანის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ილტოს აღკვეთილი, ყორუღის აღკვეთილი, ლაგოდეხის აღკვეთილი, ივრის აღკვეთილი და ჭაჭუნის აღკვეთილი. ამ მხარეში ბუნება მეტად მრავალფეროვანია, აქ გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები, ვაკეები, ველ-მინდვრები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ალაზნის ველზე ზომიერად სუბტროპიკული ჰავაა. აქ ზამთარში საშუალოდ 0-ია, ზაფხულში კი 23-25. გარე კახეთში (ივრის ზეგანი, გომბორისა და იალნოს ქედების წინა მთები) მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. ზამთრის საშუალო ტემპერატურა 0- -2,3, ზაფხულის - 23-25. შედარებით ცივი ჰავაა ცივგომბორის ქედზე. რეგიონის ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა (90-150 მ. ზღ. დ), ხოლო უმაღლესი თებულოს მთა (4493 მ). კახეთი 8 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი.

geografia

კახეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4 °C, ხოლო ზაფხულში +23–25 °C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა (90–150 მ. ზღ. დ.), ხოლო უმაღლესი - თებულოსმთა (4493 მ.).

istoriuli geografia

კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრისა და ალაზნის ქვემო წელს შორის), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).

სახელწოდება „კახეთი“ პირველად ძველ ქართულ საისტორიო წყაროში - „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში გვხვდება. ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპარს ქართლოსს ხუთი შვილი - მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი ჰყოლია. მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს მისი სამფლობელო დაუნაწილებელიათ. კახოსს რგებია მიწა-წყალი „კავკასიასა და კახეთის მთას შორის, არაგვიდგან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა“. ისტორიული კახეთი თავისი არსებობის მანძილზე დღევანდელისაგან განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით თავდაპირველად კახეთი წარმოადგენდა მდინარეების არაგვის, იორისა და ალაზნის ხეობების მაღალმთიან რეგიონს, რომლის დედაქალაქი ქართლოსის ცოლის მიერ დაარსებული ქალაქი - დედაციხე იყო. იმავე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ძმების კახოსისა და კუხოსს შორის მიწების გადანაწილების შედეგად, კუხოსს, კახეთის ახალი დედაქალაქის - ჟალეთის აშენების სანაცვლოდ, დაეთმო მიწების გარკვეული ნაწილი (ალაზნისა და ივრის ხეობები). აღნიშნულის შემდეგ კახეთის შემდგომი ლოკალიზაცია უკვე წარმოადგენდა ივრის პირას მდებარე ჟალეთიდან მდინარეების არაგვისა (ჭართალი, მთიულეთი, გუდამაყარი, ფხოვი) და თერგის (წანარეთი) ზემო ხეობები.

შემდგომ, IV საუკუნეში კახეთ-კუხეთის საერისთავოს დედაქალაქმა უჯარმაში გადმოინაცვლა. აღნიშნული საერისთავოს შექმნა პირველი მცდელობა იყო კახეთ-კუხეთ-ჰერეთის მიწების გაერთიანებისა.

მოგვიანებით დედაქალაქის ისტორიული ჰერეთის ქალაქ თელავში გადატანით მოხდა აღნიშნული სამი რეგიონის მიწების გაერთიანება საერთო სახელწოდებით - კახეთი.

კახეთში პოლიტიკური ცვლილებების შედეგად სხვადასხვა დროს შედიოდა სამხრეთით - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გარდაბნის ქვეყანა; ჩრდილოეთით ხევი, თუშეთი, პირიქითა ხევსურეთი.

აღმოსავლეთიდან კახეთს ჰერეთის სამთავრო ესაზღვრებოდა. მათ შორის საზღვარი ვეჯინისა და გავაზის დასავლეთით, ალაზნის ველს მიუყვებოდა. დასავლეთით საზღვარი მდინარე ქსანზე გადიოდა, სამხრეთ-დასავლეთით კი - მდინარე მტკვარზე. ისტორიულ პროცესში კახეთი კულტურულად და პოლიტიკურად თანდათან ფარავს ჰერეთს. საერთოდ, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს - „ტერმინებს „კახეთს“, „კუხეთს“ და „ჰერეთს“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, „ქვეყანათა“ საზღვრებიც საკმაოდ ძნელი დასადგენი და არამყარია“.

kaxeTis Zveli gzebi

კახეთის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა გზები და სატრანსპორტო საშუალებები. ამ მხრივ, კახეთში კეთილმოწყობილი გზები უძველესი დროიდან საკმაოდ იყო როგორც გარე კავშირურთიერთობისათვის, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. კახეთის ბარის რელიეფი ამის კარგ შესაძლებლობას იძლეოდა. შედარებით სხვაგვარი მდგომარეობა იყო მთიან რაიონებში, მაგრამ უგზოდ არ დარჩენილა თვით ხევსურეთი და თუშეთი. ამას მოწმობს ის ძველი გზების ნაკვალევი, რომლებიც შემორჩენილია ამ რეგიონებში. ამასთან, ამ რეგიონის გზები მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან, რადგან აქ გზები უმთავრესად ადვილად შლად ქანებზე გადიოდა, ხოლო მათი შეკეთება ხშირად არც ისე ადვილი იყო.

კახეთის ძირითადი გზები მდინარეთა გაყოლებით მიემართებოდა, რომლებიც აკავშირებდა მრავალ დასახლებულ პუნქტს. ამასთან, მსხვილი დასახლებული პუნქტები უმთავრესად გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა. ეს, ერთის მხრივ, ხელს უწყობდა მოსახლეობის მოზიდვასა და დასახლებული პუნქტების ზრდას, მათი ეკონომიკის აღმავლობას, საშინაო და საგარეო კავშირის გაფართოებას, მაგრამ ამ გზებს უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდათ. სწორედ ამ გზებით შემოდიოდა მტერი, რომელიც გზად აოხრებდა და ანგრევდა დასახლებულ პუნქტებს.

XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს აღმავლობის პერიოდში, კახეთში მძლავრი სატრანსპორტო ქსელი იყო განვითარებული. მოგვიანებით მრავალი მტრის შემოსევის შედეგად, ამ გზების საკმაო ნაწილი დაინგრა, მოიშალა, მაგრამ ძირითადი არტერია შენარჩუნებულ იქნა. XVIII საუკუნის ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იშვიათად უთითებს გზებს, მაგრამ მის მიერ აღწერილი ქალაქები და დასახლებული პუნქტების სიხშირე და განლაგება თვით გზების მიმართულებასა და სიხშირეს გვამცნობს. იგი ყოველი ხეობის აღწერისას აღნიშნავს: „და არს ხეობა იმიერ და ამიერ შენობა-დაბნებიანი“, რაც გზების განვითარებაზე პირდაპირ მიგვითითებს. თიანეთში ჟალეთის ადგილას არის ტოპონიმი „საყარაულო“, ასეთივე სახელწოდება დაფიქსიირებულია ქვემო ხოდაშნის ახლოს „ადგილი საყარაულო“ (რუს. Урочище Сакарауло). ასეთი საყარაულო საქართველოში არაერთია სხვაგანაც (ლეკიანობის ხანაში), გზა აღარაა თავისუფალი. ძველი ქალაქი საყარაულოდ ქცეულა

კახეთში გზები საქართველოს ყველა რეგიონიდან შედიოდა. ერთი გზა შიდა ქართლს აკავშირებდა, საიდანაც ყველა გზა მიემართებოდა როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ლიხთიქიდან კახეთში მიმავალი გზები თიანეთშა და თელავში მიემართებოდა, შემდეგ ზაგემსა და გრემში. ამ გზით წავიდა ფერსათ-სამცხით შემოსული გურიელი 1520 წელს, რომელმაც დაამარცხა მოხისს ქართლის მეფე დავით და მუხრანს შეეყარა სტუმრის შესახვედრად წამოსულ კახთა მეფე ლევანს. ამავე გზით კახეთს იმერეთიდან 1615 წელს მოვიდა შაჰ-აბასისაგან ლტოლვილი თეიმურაზი. იმერთა ლაშქარმა ის არაგვის პირამდის მიაცილა.

შუა საუკუნეებში შიგნით და გარე კახეთი ერთი მეორის მიმართ პირმოქცეული მხარეები იყო. იმ დროს გომბორის ქედი შიდა და გარე კახეთის მოსახლეობას ერთმანეთს კი არ აშორებდა არამედ აახლოვებდა. კახეთის მოსახლეობა სწორედ ამ ქედის ორივე მხარეს სახლობდა მთიანეთში და ორივე კახეთი ურთიერთს მრავალრიცხოვანი ცხოველი გზებით უკავშირდებოდა.

კახეთში გზები შედიოდა ქვემო ქართლიდან თრიალეთ-რუსთავის გავლით. ქვემო ქართლიდან კი დაკავშირება შეიძლებოდა როგორც სამცხე-ჯავახეთიდან, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცირე აზიისა და ევროპის ქვეყნებთან.

ჩრდილო კავკასიას კახეთი რამდენიმე გზით უკავშირდებოდა. ერთი გზა თვით შიდა ქართლიდან არაგვის ხეობაში მიემართებოდა. დამოუკიდებელი გზები მიემართებოდა თიანეთიდან ბოდავის ხევით ფუძნარზე გავლით ჟინვალთან, შემდეგ კი ქართლის გზას უკავშირდებოდა. საქართველოს რიგი რაიონები კახეთის მეშვეობით უკავშირდებოდა ლეკეთს. ხევსურეთისა და თუშეთის გზებით ჩრდილოკავკასიის ქვეყნებს პირდაპირი გზით უკავშირდებოდა კახეთი. ცხადია გზა მიემართებოდა აღმოსავლეთითაც საიდანაც გზები მიემართებოდა ირანსა და ინდოეთში.

bunebrivi resursebi

კავკასიის გეოკლიმატური პირობები და მისი ბუნებრივი სიმდიდრე ათასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა და არეგულირებდა აქ მთისა და ბარის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების ძირითად მიმართულებებს. ამ მატერიალურ ბაზაზე წარმოიშვა კავკასიაში (მათ შორის კახეთშიც) ერთიმეორესთან მრავალმხრივ დაკავშირებული, არქეოლოგიური კულტურები, ჩამოყალიბდა აქ მცხოვრებ ადამიანთა უნიკალური ყოფა-ცხოვრებითი ერთიანობა.

კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ნიადაგისეული საფარით - ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით. ყოველივე ეს ზომიერ ჰავასთან ერთად, ადამიანის საცხოვრებლად და მისი სამეურნეო ცხოვრების განვითარებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

როგორც ჩანს, კავკასიის ეს კუთხე ოდითგანვე გამოირჩეოდა ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობებით. ამის საუკეთესო მანიშნებელი უნდა იყოს კახეთის სხვადასხვა მხარეში, უფრო კი ივრის ხეობაში (ვაშლოვნის ნაკრძალი, ტარიბანას ველი, დავითგარეჯის უდაბნო, გომბორის ქედის სამხრეთი ფერდები), აღმოჩენილი განმარხებული ცხოველების ძვლები, რომელთა შორის ინდივიდების მთელი ჩონჩხებიც გვხვდება (სპილო, მარტორქა და სხვა.). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავითგარეჯის უდაბნოში, ლავრის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად აღმოჩენილი პრიმატის კბილი, რომლის ასაკიც მეოტური პერიოდით განისაზღვრება.

ამ თვალსაზრისით ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე მასიური ტყის სახით, ცოცხლად არის გადარჩენილი მილიონობით წლის წინანდელი ხის ჯიშები, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.

kaxeTis xuroTmoZvreba

დარბაზული და გუმბათოვანი ეკლესიებია: ნეკრესის მონასტერი, ძველი შუამთა, ცხრაკარის მონასტერი, კაწრეთის სამება, ნატკორის ეკლესია, კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია, ხირსის მონასტერი, ახმეტის ღვთაება, ვაზისუბნის ეკლესია, ბოდბის მონასტერი, გორის-ჯვარი, ბაიხოს სამება, ალვანის ნათლისმცემელი, ზედაზნის მონასტერი, აკურის დავით გარეჯელის ეკლესია, სანაგირეს ეკლესია, ერწოს სიონი, კარდანახის საბაწმინდა.

ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.

ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.

დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.

tradiciebi

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

დიპლიპიტო - დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

ekonomika

ქართლისგან განსხვავებით კახეთში გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა. კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანა იყო. კახეთში განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებით გავრცელებულია რქაწითელი და საფერავი, ასევე მანავის მწვანე. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. მუშაობს ღვინის ტურიზმი. კახეთის ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელია ისეთი ტკბილეული, როგორიცაა ჩურჩხელა და თათარა. კახეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მესაქონლეობა. ამ მხრივ გამოირჩეოდა პანკისის ხეობა, რომელიც ცნობილი იყო თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორისთვის მოიპოვებოდა უხვად საკვები. კახეთში მაღალ დონეზე იყო მეაბრეშუმეობაც.

კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეურის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს

 

kaxeTis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი თელავი
კოორდინატები 41°45`00″ ჩ. გ. 45°43`00″ ა. გ.
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 8 ქალაქი
მოსახლეობა 318 583 (2014) კაცი
ფართობი 11309.5 კმ²
სიმჭიდროვე 28,2 კაცი/კმ²
ეროვნება ქართველები 85,16 %
აზერბაიჯანელები 10,16 %
ქისტები 1,75 %
ოსები 0,79 %
სომხები 0,69 %
რუსები 0,60 %
მოსახლეობა 6516 კმ²
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 85,75 %
მუსლიმები 12,14 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://www.kakheti.gov.ge/

 

       
       

kaxeTis istoria

მთავარი სტატია: კახეთის ისტორია

მთავარი სტატია: კახეთის ხუროთმოძღვრება

kaxeTis RirSesaniSnaobebi
1 აღდგომისა წამებული 18 კონდამიანი
2 ბატონის ციხე 19 მარტყოფის ღვთაების მონასტერი
3 ბოდბის მონასტერი 20 მატნის ცხრაკარას მონასტერი
4 გარეჯის მღვიმეს მონასტერი 21 მრავალწყაროს მონასტერი
5 გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი 22 ნეკრესი
6 გრემი 23 ნეკრესის მონასტერი
7 გურჯაანის ყველაწმინდა 24 ნინოწმინდის მონასტერი
8 დავითგარეჯა 25 პატარა ქვაბების მონასტერი
9 დავითის ლავრა 26 პირუკუღმარის მონასტერი
10 დიდი ქვაბების მონასტერი 27 სანაგირე
11 დოდოს რქა 28 უდაბნოს მონასტერი
12 ერელაანთ საყდარი 29 უჯარმის ციხე
13 ვანთის სასახლე 30 ქოლაგირის მონასტერი
14 ვაჩნაძიანის ყველაწმინდა 31 ჩიჩხიტურის მონასტერი
15 ვერანგარეჯის მონასტერი 32 ძველი გავაზის ეკლესია
16 ზეგაანის მონასტერი 33 ძველი შუამთა
17 ინწობა (სამონასტრო ანსამბლი)    

 

  ალავერდის ეკლესია   იყალთოს მონასტერი
  ნეკრესის ეკლესია   დავით გარეჯის მონასტერი
  დავითგარეჯა   იყალთოს მონასტერი
  კვეტერა   ნეკრესის მონასტერი
  ალავერდი   ელიას მონასტერი
  გრემი   ხორნაბუჯის ციხე
  თუშეთის სოფლები (დიკლოშენაქოგირევიფარსმაჭეშო და სხვა)   კაკლისყურე
  არწივის ხეობა   გარეჯის უდაბნო
  ორწყლის ტბა   ორეთის ტბა
  ხადორის ჩანჩქერი   ქილაკუპრას ტალახის ვულკანები
  როჭოს ჩანჩქერი   ნინოსხევის ჩანჩქერი
  წინანდალი ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი   გრემის ნაქალაქარი

კურორტები

 

       
       

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე"